ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე პოლიციამ აქციის მონაწილეები დააკავა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულია 20-მდე აქტივისტი. ერევანში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მოქალაქეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვდნენ. ამასთან, სომხური მედიის ცნობით, სომხეთის ნიკოლ ფაშინიანსა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეოფნო საუბარი გაიმართა. მათივე ცნობით, ლიდერებმა მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარება და სომხეთსა და რუსეთის შორის ორმხრივი დღის წესრიგის საკითხები განიხილეს.