აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, ჩატარებული ანტიტერორისტული ღონისძიებების შედეგად ქვეყანამ თავისი სუვერენიტეტი აღიდგინა.
აღნიშნული განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მოსახლეობისთვის მიმართვაში გააკეთა.
ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა დიდი გმირობა, სიმამაცე და პროფესიონალიზმი გამოავლინეს.
„რთული რელიეფის პირობებში, გამაგრებული ადგილების არსებობისას, რომლებსაც მოწინააღმდეგე წლების განმავლობაში აგებდა, მაღლობებზე და ხელსაყრელ ადგილებზე მტრის პოზიციების განლაგების მიუხედავად, ჩვენმა სამხედროებმა მოკლე ვადაში ყველა მიმართულებით მნიშვნელოვან სამხედრო წარმატებას მიაღწიეს. სრულიად განადგურებულია არმიის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც სომხეთის მიერ უკანონოდ იყო განლაგებული აზერბაიჯანულ ტერიტორიებზე და დღემდე არ იქნა გაყვანილი, სომხეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების მიუხედავად. განადგურებულია და მწყობრიდან გამოყვანილია სამხედრო ტექნიკაც“, - განაცხადა ალიევმა.