მთიან ყარაბაღში ეთნიკურ-სომხური ძალები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთის პირობებს დათანხმდნენ. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, სომეხთა წარმომადგენლობასთან შეხვედრაც დაანონსა. განცხადება გააკეთდა სომხურმა მხარემაც. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, მათ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ტექსტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. საკითხს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც გამოეხმაურა და ყარაბაღში სიტუაციის დასტაბილურების იმედი გამოთქვა. პარალელურად სომხეთში მთავრობის ადმინისტრაციასთან, ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით აქცია იმართება. როგორ ვითარდებოდა პროცესები და რა გამოხმაურებები მოჰყვა ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებს, თემის დეტალებით ნატალია თვაური შემოგვიერთდება.