საკანონმდებლო ორგანოში ვითარება დღეს რამდენჯერმე დაიძაბა. თავდაპირველად დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება პლენარული სხდომის დაწყების დროს მოხდა სადაც სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე სხდომიდან მანდატურის სამსახურმა გაიყვანა. ამის შემდეგ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება დეპუტატებს შორის უკვე პარლამენტის ფოიეში მოხდა. „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე ფიზიკურად „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს დაუპირისპირდნენ. როგორ ვითარდებოდა მოვლენები მთელი დღის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოში მეტ დეტალს ჩვენი ჟურნალისტი მაგდა ბლუაშვილი პარლამენტიდან გაგვაცნობს.