პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში კულტურისა და სპორტის მინისტრის თეა წულუკიანის მოსმენა დილიდან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა პარლამენტის ფოიეშიც. „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს. რა მდგომარეობაა ქვეყნის მთავარ სკანონმდებლო ორგანოში.