სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ტექსტის შემუშავებაში ერევანს მონაწილეობა არ მიუღია.
„მთიანი ყარაბაღის ოფიციალური საინფორმაციო გვერდებიდან შევიტყვეთ, რომ მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებამ მიიღო რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის სარდლობის წინადადება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ჩვენ გავეცანით ტექსტს. სომხეთის რესპუბლიკა არ მონაწილეობდა მასში.
ამ ტექსტის შემუშავებაში სომხეთის რესპუბლიკა არანაირად არ მონაწილეობდა და დისკუსიის მხარე არ ყოფილა", - აღნიშბა ფაშინიანმა.