პარლამენტის პლენარული სხდომა გახსნისთანავე დაპირისპირებით დაიწყო. მას შემდგე, რაც დეპუტატებმა რეგისტრაცია გაიარეს, ოპოზიციამ დღის წესრიგის დაზუსტებისას განცხადებების გაკეთება ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული თემით სცადა, თუმცა მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა მათ განცხადებების გაკეთების შესაძლებლობა არ მისცეს.