რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. "პრეზიდენტს", ალან გაგლოევს ე.წ. "რესპუბლიკის დღეს ულოცავს და აცხადებს, რომ რუსული მხარე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს "ქვეყნებს" შორის მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებას.
"გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულითადი მილოცვა რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებას, ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში", - ნათქვამია მისალოც წერილში.
პუტინის მტკიცებით, რუსეთი გააგრძელებს ყველა შესაძლო დახმარების აღმოჩენას ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებისა და ხალხისთვის "ეროვნული უსაფრთხოების" უზრუნველსაყოფად, ასევე "სახელმწიფოს მშენებლობისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აქტუალური პრობლემების გადასაჭრელად".