საარჩევნო ელექტრონულ ტექნოლოგიები და სიახლეები - ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიის ფარგლებში, ცესკო-მ სახელმწიფო სტრუქტურებიდან პირველი შეხვედრა გორის საკრებულოში გამართა. შეხვედრაზე ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა არჩევნების მოდერნიზების, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებისა და დანერგვის მნიშვნელობის შესახებ დეტალურად ისაუბრა. შეხვედრის მონაწილეები პირადად გაეცნენ, თუ როგორ მუშაობს საარჩევნო ელექტრონული აპარატები და როგორ ჩატარდება როგორც პირველი ოქტომბრის, ისე 2024 წლის არჩევნები. მსგავსი ტიპის შეხვედრები უახლოეს მომავალში კასპისა და გურჯაანის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთანაც გაიმართება.