შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ეხმაურება ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, 18 სექტემბერს, თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მომხდარ დანაშაულში ბრალდებული პოლიციელი უწყებიდან 2018 წელს დაითხოვეს და ის უწყებაში შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა აღადგინა. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული პირი, იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით დაითხოვეს სამინისტროდან, თუმცა იმავე წლის ნოემბერში, მისივე მინისტრობის დროს, ის სამსახურში ხელახლა მიიღს.