საქართველოს პარლამენტის მიერ, “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის „ჩაგდებას“, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილი, ხელისუფლების თვითლუსტრაციის პროცესის გაგრძელებად მიიჩნევს. “ქართული ოცნების” ოპონენტები აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდის მხრიდან, დეოლიგარქიზაციის კანონის ინიცირება იყო ფარსი და ევროკავშირის მოთხოვნებსა თუ სტანდარტებს არ შეესაბამებოდა, რაც მისი ჩაგდებით ნათლად დადასტურდა. მათივე განმარტებით, მმართველი პარტიის მიერ, საკუთარი კანონპროექტის უარყოფა, არა მათ კეთილ გონიერებას, არამედ დასავლეთის წნეხსა და ზეწოლას უკავშირდება.