ნატო ბალტიის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედრო წვრთნას ატარებს. მანევრების ფარგლებში, სამხედროები დესანტის გადასხმის, ზღვიდან ხმელეთზე შემტევი ოპერაციების გამართვისა და ბალტიის ზღვის გავლით უსაფრთხო მარშრუტების უზრუნველსაყოფად გაივლიან სწავლებას. წვრთნებში ნატოს წევრი სახელმწიფოებიდან 30 გემი და 3 ათასზე მეტი სამხედრო მონაწილეობს.