უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია გრძელდება. ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი აცხადებს, რომ რუსებმა კუპიანსკი დაბომბეს. დაიღუპა სამი მშვიდობიანი მოქალაქე. მისი თქმით, შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და ინფორმაცია ზუსტდება. რუსებმა დღეს ლვოვიც დაბომბეს. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ჰუმანიტარული დახმარების სამი საწყობი განადგურდა