საკანონმდებლო ორგანოში პლენარული სხდომაზე პოლიტკური განცხადებების პროცესი დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა. კამათი სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთ წევრ პაატა მანჯგალაძესა და ხალხის ძალის წარმომადგენელებს შორის მოხდა. მანჯგალაძემ მოძრაობა ხალხის ძალა პარლამენტში ფარცხალაძის ფილიალად მოიხსენია. ამის შემდეგ კი სოზარ სუბარმა მას "გამოხოხებული აგენტი" უწოდა. პარალელურად დეპუტატებმა პოლიტიკური განცხადებების დროს ძირითადად ევროკავშირის 12 რეკომენდაციასა და კანდიდატის სტატუსის მიღებაზე გაამახვილეს ყურადღება. მმართველი გუნდის წევრების თქმით, საქართველოს ჯერ კიდევ შარშან ჰქონდა დამსახურებული კანდიდატის სტატუსი, თუმცა ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანა ევროპულ პერსპექტივას ჩამოშორებოდა. თავისმხრივ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა კი განაცხადეს, რომ საქართველოს ისტორიული შანსი აქვს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად, თუმცა მათივე თქმით ქართულ ოცნებას უკვე დიდი ხანია რაც რუსეთისკენ მიმავალი გზა აქვს არჩეული.