წელს 10 ათას ლარიან პრემიას 10 მასწავლებელი მიიღებს. ამის შესახებ განათლების სამინისტროს მიერ „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ცხადყოფს. მასწავლებლის ეროვნულ პრემია, ფულადი გასაცემლის გარდა ასევე სამკერდე ნიშანს მოიცავს. 2024 წლიდან 2026 წლის ჩათვლით პროგრამის „მასწავლებლის ეროვნული დღე“ წლიური ბიუჯეტი განსაზღვრული იქნება 1 000 000 ლარით, რომელიც ასევე მოიცავს მასწავლებლების ეროვნულ პრემიას, სამკერდე ნიშნების დამზადების ხარჯებსა და მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ჩატარების ხარჯებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება და სწორედ ამ დღეს მოხდება 10 საუკეთესო მასწავლებლისთვის პრემიების გადაცემა.