ბათუმში ახალი ბინების ფასი 20%-ით, ხოლო ძველის 3%-ით გაიზარდა. თუმცა გასულ წელთან შედარებით შემცირებულია გაყიდვები. „ქოლიერსის“ კვლევის მონაცემებით, მიმდინარე წლის აგვისტოში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის აგვისტოსთან შედარებით 11%-ით, 1 422 ერთეულამდე შემცირდა, ბაზრის ზომა კი 17%-ით შემცირდა და 56 მილიონი დოლარი შეადგინა. ორგანიზაციის ცნობით, ბათუმში 2023 წლის აგვისტოში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 8%-ით შემცირდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 41%-იანი კლება დაფიქსირდა. ამავე კვლევაში ნათქვამია, რომ ბათუმში აგვისტოში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 20%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 984 დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი მხოლოდ 3%-ით, 728 დოლარამდე გაიზარდა