აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე კვლავ დაძაბულობაა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხურმა ფორმირებებმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სამგზავრო თვითმფრინავის GPS სატელიტური სანავიგაციო სისტემების მიმართ რადიოსიხშირული დახშობა გამოიყენეს. აზერბაიჯანული მხარე ამტკიცებს, რომ ამის შედეგად, აზერბაიჯანის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავის GPS სისტემა გაუმართავი გახდა. თვიმფრინავი თბილისი-ბაქოს რეისს ასრულებდა. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.