სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია რომ საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას გეგმავს, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაა. სუს-ის ცნობით, აღნიშნული გეგმის ერთ-ერთ ავტორად საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე გვევლინება. აღნიშნულ განცხადებას ოპოზოცია რუსული პროპაგანდის გავრცელებად, ხელისუფლება კი რადიკალური ოპოზიციის მხრიდან დესტაბილიზაციის მცდელობად აფასებს