საქართველოში საწვავი კვლავ ძვირდება. ავტოგასამართ სადგურებზე ბოლო 1 თვის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასი დაახლოებით, 11 თეთრიდან 25 თეთრამდეა გაზრდილი. „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ მონაცემებს, თუ რა ფასი დაგხვდებათ სხვადასხვა ავტოგასამართ სადგურზე: „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე დღეის მდგომარეობით, 1 ლიტრი „პრემიუმის“ ფასი – 3.03 ლარია; „რეგულარი“ – 2.78; სუპერი – 3.70; ევრო-დიზელი კი 3.08 ლარი ღირს. რაც შეეხება დიზელს, მისი ფასი 3 ლარია. „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე კი „ევრო რეგულარი“ დღეის მდგომარეობით 2.78 ლარი ღირს. „ეკო სუპერის“ ფასმა კი 3.68 ლარი შეადგინა. „გალფის“ სადგურებზე კი 1 ლიტრი „G-Force პრემიუმის“ ფასი 3.09 ლარია; „G-Force ევრო რეგულარი“ – 2.89 ლარი ღირს