ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილი და თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს, ასევე ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობაც მიმოიხილეს და სამომავლოდ თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები დასახეს.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველომ და თურქეთმა თანამშრომლობის მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს, რაც როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ განზომილებაში აისახა.
ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის ლიდერს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო ინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.