თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში ანკარა მზად არის ევროკავშირთან ურთიერთობები შეწყვიტოს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ერდოღანი ასე თურქეთის შესახებ ევროპარლამენტის კრიტიკულ მოხსენებას გამოეხმაურა. ევროკავშირის მოხსენებაში ნათქვამია, რომ დღევანდელ მდგომარეობაში ევროკავშირში თურქეთის შესვლის პროცესი ვერ განახლდება. ცნობისთვის, თურქეთს უკვე 24 წელია, რაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი აქვს მიღებული, თუმცა მოლაპარაკებები ამ საკითხზე შეჩერებილია, რადგან ევროკავშირს თურქეთში არსებული ადამიანის უფლებებრივი მდგომარეობა აშფოთებს.