ქალაქ ჰანოვერში სოხუმის დაცემის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საღამოს მოწვეულ სტუმრები, მათ შორის ჰანოვერის მერი და პოლიციის პრეზიდენტი ესწრებოდნენ. ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, საღამო ერთგვარი შეხსენება იყო იმისა, რომ 30 წლის წინ საქართველომ უკრაინის მსგავსი გზა გაიარა. საღამოზე ნაჩვენები იქნა აფხაზეთთან დაკავშირებული ვიდეო მასალა, შესრულდა როგორც ქართული ასევე აფხაზური სიმღერები. ქართული დიასპორული ორგანიზაციის მხარდასაჭერად ჰანოვერში აფხაზეთის მთავრობისა და უმღლესი საბჭოს თავმჯდომარეები იმყოფებოდნენ.