ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, თბილისში, ვეძისში მოსახლეობას შეხვდნენ. ლევან ხაბეიშვილმა და ირაკლი ნადირაძემ მოსახლეობასთან არსებული პრობლემები და ქვეყანაში არსებული სიტუაცია განიხილეს. პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლების ცვლილებისთვის „გამარჯვების პლატფორმა“ საზოგადოებასთან შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში გააგრძელებს.