პოლონეთი რუსეთში დარეგისტრირებული მანქანების შესვლას კრძალავს, - ამის შესახებ პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა. აკრძალვა დღეს შედის ძალაში და ნებისმიერ ავტომობილს შეეხება, რომელიც რუსეთში არის დარეგისტრირებული. მინისტრის თქმით, აკრძალვა პოლონეთში რუსული რეგისტრაციების მქონე მსუბუქ ავტომობილებს შეეხება, სატვირთო ავტომობილებზე აკრძალვა კი აქამდეც არსებობდა. გასულ კვირას რუსულნომრიანი მანქანების შესვლა აკრძალეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმაც. მსგავსი აკრძალვა ფინეთშიც მოქმედებს.