ნიუ-იორკის ერთ-ერთ სახელმწიფო საბავშვო ბაღში ოპიოიდების სავარაუდო ზემოქმედების გამო ერთი წლის ბავშვი დაიღუპა, სამი ჰოსპიტალიზებულია.
ინფორმაციას The New York Times ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ბავშვების ჰოსპიტალიზაციის შემდეგ, მაშველებმა შენობა შეამოწმეს, თუმცა სათავსებში მხუთავი აირის არანაირი კვალი აღმოაჩინეს. მხუთავი აირით მოწამვლა ერთ-ერთ ვერსია იყო. პოლიციამ კი დაწესებულების ტერიტორიაზე კილოპრესი აღმოაჩინა - მოწყობილობა, რომელიც ჩვეულებრივ ნარკომოვაჭრეების მიერ გამოიყენება.