ცესკო პირველი ოქტომბრის რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ამომრჩეველს ზოგიერთ სერვისსა და ვადებს შეახსენებს. კერძოდ, ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებს შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებული ნებისმიერი ადაპტირებული საარჩევნო უბანი შეუძლიათ მოითხოვონ. ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ამომრჩეველს კი შესაძლებლობა აქვს გადასატანი საარჩევნო ყუთი მოითხოვოს. ამისათვის მათ შესაბამის საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიას უნდა მიმართონ, არაუგვიანეს 20 სექტემბრის 18:00 საათისა. პირველ ოქტომბერს ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის გორი-კასპის მაჟორიტარ დეპუტატსა და გურჯაანის მერს აირჩევენ.