საბერძნეთში კვლავ შტორმ „დანიელის“ შედეგებს ებრძვიან. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 200 000-ზე მეტი ცხოველი დაიღუპა. შტორმმა ათობით ფერმა დააზარალა, სადაც ათასობით მსხვილფეხა პირუტყვი და ფრინველი ჰყავდათ. საბერძნეთს შტორმმა რამდენიმე დღის წინ გადაუარა. ძლიერ წვიმას ქვეყნის ზოგიერთ რაიონში წყალდიდობაც მოჰყვა. ზოგიერთ სოფელში სახლები თითქმის მთლიანად დაიტბორა, მოსახლეობამ კი გადარჩენა მხოლოდ სახურავებზე ასვლით შეძლო. სტიქიურ უბედურებას სულ მიცრე 15 ადამიანი ემსხვერპლა.