„სტრატეგია აღმაშენებლისა" და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ქუთაისში გამართულ ღონისძიებაზე „გამარჯვების პლატფორმის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ქუთაისის განვითარების შესაძლებლობასა და მიხეილ სააკაშვილის როლზე ისაუბრა. გიორგი ვაშაძის თქმით, სწორედ მიხეილ სააკაშვილის იდეით დაიწყო ქუთაისის აღმშენებლობა და განვითარება, რაც „ქართულმა ოცნებამ" მიზანმიმართულად შეაჩერა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის განცხადებით კი ქართულმა ოცნებამ მოსახლეობასთან შეხვედრის დაწყებამდე ბაგრატის ტაძარი ჩააბნელა. ლევან ხაბეიშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ თავის პროპაგანდას მუდმივად ტყუილზე აგებს და რეალურად, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე ეროვნული პარტია საქართველოში.