ჯო ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში 21 სექტემბერს შეხვდება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა ბრიფინგზე განაცხადა.
„[ნიუ-იორკიდან] პრეზიდენტი ბაიდენი შემდეგ ვაშინგტონში დაბრუნდება, რათა ხუთშაბათს თეთრ სახლში პრეზიდენტი ზელენსკი მიიღოს. ეს მათი მესამე შეხვედრა იქნებ. ის, რა თქმა უნდა, კრიტიკულ დროს შედგება, ვინაიდან უკრაინის წინააღმდეგ მისი სასტიკი ომისთვის რუსეთი სასოწარკვეთილად ეძებს დახმარებას ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ჩრდილოეთ კორეა”, - განაცხადა სალივანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მომავალ კვირას აშშ-მა შესაძლოა, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადოს.