გაერთიანებულმა სამეფომ რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ოფიციალურად გამოაცხადა. პრესსამსახურის ცნობით, ბრძანება ძალაში უკვე შევიდა. გადაწყვეტილების თანახმად, "ვაგნერის" ჯგუფში გაწევრიანება ან მისი აქტიური მხარდაჭერა სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება, რაც 14 წლით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. სასამართლომ სასჯელზე პატიმრობასთან ერთად პირს შესაძლოა ფულადი ჯარიმაც დააკისროს. შეგახსენებთ, რომ „ვაგნერის" ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი და ჯგუფის საველე მეთაური დიმიტრი უტკინი გასულ თვეში ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ, შემთხვევა კრემლის წინააღმდეგ ამბოხებიდან ორი თვის შემდეგ მოხდა.