უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, რუსებმა ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ქალაქ ნოვა-კახოვაში საცხოვრებელი უბანი შემთხვევით დაბომბეს, ერასაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინის სამხრეთის თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელის, ნატალია გუმენიუკის განცხადებით, რუსებმა ბომბის ნოვა-კახოვკაში, საცხოვრებელ უბანში ჩამოგდებით საკუთარი უუნარობა კიდევ ერთხელ აჩვენეს. მისივე თქმით, დაზიანებულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. წინასწარი ინფორმაციით, არის მსხვერპლი ადგილობრივ მოსახლეობაში. ნატალია გუმენიუკი ხაზს უსვამს, რომ ოკუპანტები ცდილობენ გაავრცელონ ინფორმაცია, თითქოს ეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩაიდინეს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.