სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების საკითხის შესწავლა დაიწყო. ამის პარალელურად მმართველი პარტიის წარმომადგენლები უარყოფენ ყოფილი გენერალური პროკურორის პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენის ფაქტს და ამბობენ ,რომ ფარცხალაძეს ათი წელია, რაც ხელისუფლებასთან კავშირი არ აქვს. ოპოზოციონერი დეპუტატები კი ფიქრობენ რომ ხელისუფლების ვალდებულებაა აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაიწყოს, თუმცა ხელისუფლების ოპონენტებს დღევანდელ სასამართლოს პირობებსში ფარცხალაძის წინააღმდეგ გამოძიების სამართლიანად ჩატარების იმედი არ აქვთ.