ოკუპირებული აფხაზეთის ინფორმაციით, ბელარუსისგან ეკონომიკურ აღიარებას მიაღწიეს. რუსული მედია აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით წერს, რომ ბელარუსის პრეზიდეტმა გადაწყვიტა ე.წ აფხაზეთის რესპუბლიკასთან საბაჟო გადასახადისგან თავისუფალი ვაჭრობა უზრუნველყოს. ინალ არძინბას განცხადებით, აფხაზეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების საქმიანი საბჭოს შექმნაც არის დაგეგმილი. ამ ინფორმაციაზე ოფიციალურ თბილისს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.