თბილისში საქართველო-ჩეხეთის რესპუბლიკის ბიზნესფორუმი გაიმართა. ბიზნესფორუმის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ჩეხ კოლეგასთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა გარემოს დაცვის მიმართულებით არსებული ვითარება, მიმდინარე პროექტები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ბიზნესფორუმი საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს და ორი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით გაიმართა.