ხვიჩა კვარაცხელია ნომინირებულია ფიფა-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზე. სულ კი სერია A-ს მხოლოდ ორი მოთამაშეა სიაში – ინფორმაციას მსოფლიო ფეხბურთის ორგანიზაცია FIFA ავრცელებს.
კვარავხელიასთან ერთად წლის საუეთესო ფეხბურთელის პრიზზე ნომინირებულნი არიან: ხულიან ალვარესი, მარსელო ბროზოვიჩი, კევინ დე ბრუინი, ილკაი გუნდოგანი, ერლინგ ჰალანდი როდრი, კილიან მბაპე, ლიონელ მესი, ვიქტორ ოსიმენი, დეკლან რაისი, ბერნარდო სილვა
ამასთან დაკავშირებით, ცნობილმა იტალიურმა ვებგვერდმა football-italia-მ წერილი გამოაქვეყნა.
„ნაპოლის“ ვარსკვლავები ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია ფიფა-ს წლის საუკეთესო მამაკაცის ჯილდოზე წარდგენილ 12 ნომინანტებს შორის არიან. „პარტენოპეი“ გასულ სეზონში ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული გუნდი იყო ლუჩანო სპალეტის ხელმძღვანელობით, იოლად ავიდა სერია A-ს ცხრილის სათავეში და ჩემპიონთა ლიგაზე „მილანთან“ მეოთხედფინალამდე შესანიშნავი თამაში აჩვენა.
ოსიმენი და კვარაცხელია სპალეტის „ნაპოლის“ ორი გამორჩეული ვარსკვლავი იყო, პირველი 36 გოლის შექმნაში მონაწილეობდა, მეორე – 31 გოლში. ფიფა-მ დღეს გამოაცხადა, რომ წლის საუკეთესო მამაკაცის ჯილდოს 12 ნომინანტი გამოვლინდა, მათ შორის ოსიმენი და კვარაცხელიაა.
სიაში ასევე არის „ინტერის“ ყოფილი ნახევარმცველი მარსელო ბროზოვიჩი, რომელიც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში საუდის არაბეთის „ალ-ნასრში“ გადავიდა. „მანჩესტერ სიტი“, რომელმაც გასულ სეზონში ტრიპლეტი მოიგო, სიაში ხუთი ფეხბურთელითაა წარმოდგენილი. ცხადია, რომ ნომინირებულია 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ლიონელ მესი“, – წერს იტალიური გამოცემა.