უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მომავალ კვირას შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა NBC უკრაინელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, ზელენსკი მომავალ კვირას ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასწრებას და ჯო ბაიდენთან შეხვედრას გეგმავს.