საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის სანქცირებაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საგანგებო განცხადებას ავრცელებს. მასში ნათქვამია, რომ სასანქციო სიაში რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ოფიცერი და ერთი ქართველ-რუსი ოლიგარქი შედიან, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს საზოგადოებას პოლიტიკაში ჩარევისთვის იყენებდნენ. ბლინკენი აღნიშნავს, რომ სანქცირებით, აშშ-ის ხელისუფლება სამიზნეში იღებს იმ პირებსა და კომპანიებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის წარმოების შესაძლებლობებს აფართოებენ. ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებაზე უფრო დეტალურად ისაუბრა სახელმწიფო დეპარტმანეტის სპიკერმა მეთიუ მილერმა. მან აღნიშნა რომ არცერთი ინდივიდუალური სანქცია საქართველოსთან ურთიერთობების ხედვას არ შეცვლის.