ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ვლადიმერ პუტინს კოსმოდრომ „ვოსტოჩნიზე“ შეხვდა. კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ ეს კიმ ჩენ ინის პირველი ოფიციალური საერთაშორისო ვიზიტია. ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის სამთავრობო მედიების ცნობით, ლიდერებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.