საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ - ამ სახელწოდებით თბილისში რიგით მეორე კონფერენცია გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის,დიპლომატიური კორპუსისა და მესამე სექტორის წარმომადგენლები. საუბრის მთავარი თემა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდეულებებისა და 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი იყო. უმრავლესობა აცხადებს, რომ ხელისუფლება ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის ძალისხმევას არ იშურებს. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას 12 რეკომენდაციის შესასრულებლად პოლიტიკური ნება არ გააჩნია და პრეზიდენტის იმპიჩმენის გადაწყვეტილება ამის კიდევ ერთი დასტურია. მედიასთან კომენტარი გააკეთა საქართველოში ეროკავშორის ელჩმა პავლე ჰერჩინკიმ. მისი თქმით, ევროკავშირი პროგრესს განსაკუთრებით დეოლიგარქიზაციასთან, სასამართლო სისტემის რეფორმასა და მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით მოელის.