თავდაცვის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო. საქმე ეხება 2010, 2011 და 2012 წლებში თავდაცვის სამინისტროსა და შპს „ჯორჯიან ეარვეისს“ შორის დადებულ ხელშეკრულებებს. მმართველი პარტიის განცხადებით, სააკაშვილი სახელმწიფო ბიუჯეტს პირადი ინტერესებისთვის ხარჯავდა, თუმცა გამოძიების დაწყების საკითხი მხოლოდ საგამოძიებო უწყებების გადასაწყვეტია. ოპოზიცია სააკაშვილის მიმართ გაჟღერებული ბრალდებების უკან ირაკლი ღარიბაშვილის დაცვის მცდელობას ხედავს.