როგორც აღმოჩნდა საყიდლებში, შემდეგ ადგილზე კი საკვები და სასმელია. მოკლედ, საქსტატი გვეუბნება, რომ 2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 289 600-იყო. წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით გაზრდილია როგორც შიდა ტურისტების რაოდენობა, ასევე მათ მიერ გაწეული ხარჯები და საშუალო თვიური ხარჯების მოცულობამ 233 მილიონი შეადგინა. როგორც უკვე გითხარით, ადგილობრივი ტურისტები ყველაზე მეტს ხარჯავენ საყიდლებსა და საკვებში, შემდეგ კი მოდის ტრანსპორტი, განთავსება, გასართობი, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები.