გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამის „აგროსკოლის" ფარგლებში მიმდინარე სასწავლო კურსი დასრულდა.
ონლაინ სემინარების შემდეგ, გასვლითი ტურის ფარგლებში ახალგაზრდები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყებებს ესტუმრნენ. მოსწავლეები სხვადასხვა სამუშაო პროცესებს ადგილზე გაეცნენ. „აგროსკოლაში“ მონაწილეობის მიღება მოსწავლეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით შეეძლოთ. მონაწილეები კონკურსის საფუძველზე შეარჩიეს.