ევროკავშირის გაფართოებას შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადება ქართველი პოლიტიკოსების ყურადღების ცენტრში მოექცა. ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ საქართველოს აქვს იმის პერსპექტივა, რათა დიდი ევროპული ოჯახის ნაწილი გახდეს და ეს განცხადებაც ამაზე მიუთითებს. ქართველი პოლიტიკოსები თვლიან, რომ ნომერ პირველი პრიორიტეტი ახლა კანდიდატის სტატუსის მიღება უნდა იყოს. პოლიტიკოსთა შეფასებით, მმართველი პარტია ევროპასთან დასაახლოვებლად და რეკომენდაციების შესრულებისთვის არაფერს აკეთებს.