ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში, მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 56-მდე გაიზარდა, დაშავებულია 37 ადამიანი. ვიეტნამის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ცეცხლი ცხრასართულიან კორპუსში ღამით გაჩნდა. შენობაში დაახლოებით 150 ადამიანი ცხოვრობდა. პოლიციამ შენობის მფლობელი უკვე დააკავა, მას ხანძარსაწინააღმდეგო წესების დარღვევაში ედება ბრალი. ფაქტზე მოკვლევა უკვე დაწყებული.