რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის წინააღმდეგ, „ყვარლის ტბასთან“ გამართულ აქციაზე დაკავებული პირებიდან სასამართლომ ნაწილის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყვიტა, ნაწილის შემთხვევაში კი სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა. გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, იოსებ აბრამიძემ 13 პირიდან ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად მხოლოდ სამი პირი ცნო და მათ მიმართ მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა გამოიყენა, დანარჩენი 10 პირი კი, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად არ მიიჩნია. დღევანდელ სასამართლო პროცესს მხარეები არ დასწრებიან.