ქართულ-უკრაინული პლატფორმის” ორგანიზებით თბილისში უკრაინული სახლი გაიხსნა. პროექტის ავტორებისა და ორგანიზატორების განცხადებით, უკრაინული სახლი ერთიანობისა და თანამშრომლობის სიმბოლო იქნება. მათივე განმარტებით, სახლში თავს უკრაინელებისთვის განკუთვნილი სოციალურ-ეკონომიკური სერვისების შესახებ არსებული ინფორმაცია მოიყრის. დაწესებულებაში მოზრდილებისა და ბავშვებისთვის კულტურული ღონისძიებები გაიმართება.