საქსტატმა ცოტა ხნის წინ, საგარეო ვაჭრობის წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც აგვისტოს განმავლობაში საქართველოდან უცხოეთში $492 მილიონი დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წელთან შედარებით 19 მილიონი დოლარით მეტია. რაც შეეხება მთლიანად რვა თვის შედეგებს, საქართველოს ექსპორტმა 4 მილიარდი დოლარი შეადგინა, წინა წელს რომ შევადაროთ, ეს მაჩვენებელი 14.3%-ით არის გაზრდილი. აგვისტოში საქართველოს იმპორტი მილიარდ 270 მლნ დოლარი იყო, რაც წლიურად 1%-ით არის გაზრდილი, ხოლო იანვარ-აგვისტოს იმპორტმა თითქმის 10 მილიარდ დოლარს მიაღწია, ზრდა გასულ წელთან შედარებით 18%-ია. ცნობისთვის, საქსტატი საგარეო ვაჭრობის დეტალურ ანგარიშს 19 სექტემბერს წარადგენს, შესაბამისად ამ დღეს გახდება ცნობილი თუ რა საქონლის ექსპორტი და იმპორტი გაიზარდა აგვისტოს განმავლობაში.