თურქეთში ორდღიანი ვიზიტით ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ჯეიმს კლევერლი ჩავიდა. შეხვედრებზე ორმხრივ ურთიერთობებზე, ასევე, აქტუალურ საერთაშორისო საკითხებზე იმსჯელებენ. გარდა ამისა, საუბარი უკრაინის ომსა და შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივასაც შეეხება. ჯეიმს კლევერლისა და ჰაკან ფიდანის შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენციაც გაიმართება.