რუსულმა ძალებმა წუხელ ოდესის ოლქის სამხრეთს დრონებით კიდევ ერთხელ შეუტიეს, რის შედეგადაც 6 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ კიპერზე დაყრდნობით ავრცელებს.
„იზმაილის რაიონში დრონების რამდენიმე ჯგუფი გაიგზავნა. სამწუხაროდ, არის დარტყმები. დაფიქსირდა საპორტო და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანება", - აცხადებს კიპერი.
მისი ინფორმაციით, შედეგების ლიკვიდაცია გრძელდება. კიპერი აცხადებს, რომ დაშავებულებიდან სამის მდგომარეობა მძიმეა.