ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულთა ნაწილისთვის აღმკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. როგორც ცნობილია, დაკავებულთა უმეტესობა დუმილის უფლებით სარგებლობს.
საქართველოსა და უცხო ქვეყნის 46 მოქალაქე თბილისსა და რეგიონებში აიყვანეს. აქედან 36 პირს ბრალი ნარკოტიკების რეალიზაციაში ედება.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, სასჯელი 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.